აუდიტის სამსახურის დასკვნით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში ქართულმა ოცნებამ შემოწრულობათა საერთო ოდენობის 67% მიიღო. ჯამში, პოლიტიკურმა პარტიებმა 7 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს. მმართველი პარტიის შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულება ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ დაარსებულმა პარტია „ლელომ“ მიიღო. სხვა პარტიები შემდეგნაირად განაწილდნენ:
- ქართული ოცნება - 67%;
- ლელო - 21%;
- ნაციონალური მოძრაობა - 7%;
- ევროპული საქართველო - 2%;
- პატრიოტთა ალიანსი - 2%;
- სხვა პარტიები - 0,2%.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების ხარჯებს, 2020 წლის პირველ 6 თვეში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველ პარტიაზე, „ქართულ ოცნებაზე“ მეტი თანხა დახარჯა რეკლამაში. რეკლამის ხარჯები შემდეგნაირად განაწილდა:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 311 925 ლარი;
- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 298 300 ლარი
- ლელო საქართველოსთვის - 232 596 ლარი;
- ევროპული საქართველო - 62 857 ლარი;
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 30 533 ლარი;
- სხვა პარტიები - 29 173 ლარი.
პოლტიკურმა პარტიებმა 2020 წლის 6 თვეში შემოსავლების სახით 12 878 002 ლარი მიიღეს. აქედან თითქმის ნახევარი, 46% (5 594 237 ლარი) „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. მეორე ადგილზეა პარტია „ლელო“, რომელმაც შემოწირულებათა 11% (1 374 797) მიიღო.